loader

“სილიკონიც და ფილერიც დახატავდა” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სილიკონიც და ფილერიც დახატავდა” - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

„ქართული ოცნების“ წევრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის.

როგორც თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიას, სადაც ჟორჟოლიანი ამტკიცებს, რომ წულუკიანის მამა, ავთანდილ წულუკიანი, წარსულში ადამიანთა დახვრეტაში მონაწილეობდა.

როგორც წულუკიანი წერს, მის ოჯახს მსგავსი ბრალდებების იგნორირების უფლება აღარ რჩება. მისივე თქმით, სარჩელი დედამ, ძმამ და ძმისშვილმა ერთობლივად შეიტანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

"მირეკავს რ2- წულუკიანის ამბავზე.

ამ ამბავში უცნაური არის ის, რომ რუსთავი 2 ზე ამ დრომდე დაბლოკილი ვიყავი. ყადაღის და ჩხრეკის დროსაც კი არ დაურეკავთ კომენტარზე. ასეთი იყო მაშინდელი სტანდარტი.

ახალგაზრდა გოგონას ვუთხარი, ჯერ მხოლოს ის გავიგე რომ წულუკიანს ჰგონია ტუჩებში ქალები სილიკონს იკეთებენ, სამართლებრივად რა უნდა არ ვიცითქო, მაგრამ აქვე დავამატებ რომ სილიკონიც და ფილერიც დახატავდა," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.