“ფაქტმა უბრალოდ დამანგრია!!!” - რას წერს თინა ხიდაშელი
ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
"იმდენი საშინელი ამბავი ხდება რომ ფბ ერთ დიდ მოთქმა-გოდების სივრცედ გადაიქცა თითქოს, ამიტომ ძალიან იშვიათად შემოვდივარ აქ, იშვიათდ ვწერ რამეს.
მაგრამ, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტმა უბრალოდ დამანგრია!!!
უკვე ორი დღე გავიდა, სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს სასტიკად გაუსწორდნენ და თითქოს არც არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივი ამბავია. სულ არ ვიცნობ ბაჩიაშვილს, სულ არ მაინტერესებს ვინ ვის რა მოპარა და როდის როგორ იქცეოდა.
არაფერი, არაფერი არ კივის ისე მკვეთრად, ისე ცალსახად სახლემწიფოს ჩამოშლის შესახებ, როგორც სამარტოო საკანში პატიმრის ცემა და მერე ამაზე 0 რეაგირება.
უბრალოდ არ არსებობს უფრო დიდი დანაშაული, რომლიც სახელმწიფოს შეუძლია ჩაიდინოს!!!
სამარტოო საკანში!!!ნებისმიერ პატიმარი, მაგრამ მით უფრო ის ვისკენაც ათასი თვალია მიპყრობილი!!!ნაცემია, საავადმყოფოში აღმოჩნდა და იუსტიციის მინისტრი, სასჯელაღსრულება, ციხის უფროსობა .... ყველა მშვიდად აგრძელებს "მოღვაწეობას" - წერს თინა ხიდაშელი.