"ბევრი ტკივილი და ტანჯვა გავიარეთ დედი ერთად და ჯერ ვერ დადგა ის დღე, რომ შენ ეტლიდან ადგე, უფალს ვთხოვ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს ჯვარი" - რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს შარტავაზე ავარიისას დაშავებული დათი ქოქრაშვილის დედა?
შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშვებული დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე პოსტს აქვეყნებს:
"ჩემი გაბრაზებული ბიჭი. თითქმის 1 წელი გავიდა ამ ოპერაციიდან. ბევრი ტკივილი და ტანჯვა გავიარეთ დედი ერთად და ჯერ ვერ დადგა ის დღე, რომ შენ ეტლიდან ადგე. ჩემი ოცნებაა რომ ფეხზე დამდგარს გხედავდე და მჯერა რომ ერთ დღეს ამისრულებ ამ ნატვრას. უფალს ვთხოვ ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოს ჯვარი. სიხარულით აავსოს შენი პატარა გული და ლაღი ცხოვრება მოგცეს დე. ბავშვობა წაგერთვა და დიდობაში ორმაგად დაგიბრუნებს უფალი დანაკლისს. ძალიან ბედნიერი იქნები ჩემო სიცოცხლე."