გონიოში, სანაპიროსთან მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა - დაშავდა ერთი ადამიანი
გონიოში, სანაპიროსთან მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: "ფორმულა"