ფეხბურთის მოყვარული მოზარდებისთვის საქართველოში AC Milan Camp Tbilisi იხსნება
AC Milan საქართველოში პირველ ოფიციალურ ბანაკს ხსნის. პროექტის ფარგლებში, 6-დან 15 წლამდე ასაკის ქართველი მოზარდებისთვის „მილანის“ ოფიციალური მწვრთნელები სავარჯიშო პროგრამას გამართავენ იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც „მილანის“ ყველა ოფიციალური გუნდისთვის გამოიყენება. Milan Camp Tbilisi 8 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვარჯიშები საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე არსებულ საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.
მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დაიყოფიან (ჯამში, 3 ჯგუფი) და მათ ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ.
ბანაკი ადგილობრივი მწვრთნელებისთვის AC Milan-ის სემინარით გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მსვლელობისას მოხდება მწვრთნელების მიერ შეჩეული წარმატებული მოზარდების AC Milan-ის საერთაშორისო ბანაკებში უსასყიდლოდ მიწვევა, რაც ფეხბურთის მოყვარულ მოზარდებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბთან ერთად, უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
R