ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი დაიღუპა - არსებული ინფორმაციით, ის შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯავახიშვილის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.