loader

"ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით, სეს-ი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით, სეს-ი განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

"სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე." - აღნიშნულია განცხადებაში