"თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მთავარ პროკურატურას მიმართეს..." - რა თქვა ჟურნალისტებთან ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ?
ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან , - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა, გუშინ, სასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ალექსი ახვლედიანის ძმა არის ბიზნესმენი და გირაოს თანხის გადახდას შეძლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.