loader

„მაზუთი გაიშალა მთელ შავ ზღვაზე, ვერ შევძელით ლაქების დაფიქსირება - შეიძლება ნაპირზე დელფინები გამორიყოს“ - რას ამბობს ნინო ჩხობაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„მაზუთი გაიშალა მთელ შავ ზღვაზე, ვერ შევძელით ლაქების დაფიქსირება - შეიძლება ნაპირზე დელფინები გამორიყოს“ - რას ამბობს ნინო ჩხობაძე?

"მა­ზუ­თი გა­ი­შა­ლა და ვერ შევ­ძე­ლით ლა­ქე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა მთელ შავ ზღვა­ზე - შე­იძ­ლე­ბა, ნა­პირ­ზე დელ­ფი­ნე­ბი გა­მო­ი­რი­ყოს“ , - ამის შე­სა­ხებ "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ნინო ჩხო­ბა­ძე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" გა­ნა­ცხა­და.

სა­უ­ბა­რია, აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­როს­თან აღ­მო­ჩე­ნილ მა­ზუთ­ზე, რო­მე­ლიც "სპუტ­ნიკ-აბხა­ზი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შავ ზღვა­ში დე­კემ­ბერ­ში ჩა­ძი­რუ­ლი რუ­სუ­ლი ტან­კე­რე­ბი­დან გა­ჟონ­ვის შე­დე­გია.რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორი რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბტან­კე­რი 2024 წლის 15 დე­კემ­ბერს, შტორ­მის დროს ქერ­ჩის სრუ­ტე­ში ჩა­ი­ძი­რა. გე­მებ­ზე არ­სე­ბუ­ლი 9000 ტო­ნა­ზე მეტი მა­ზუ­თი­დან, სულ მცი­რე, 4000 ტონა მა­ზუთ­მა შავ ზღვა­ში გა­ჟო­ნა და კრას­ნო­და­რის მხა­რი­სა და ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის სა­ნა­პი­რო ზოლი და­ა­ბინ­ძუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აპ­რილ­ში "როს­პოტ­რებ­ნად­ზორ­მა“ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნურ სტან­დარ­ტებ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბის გამო ანა­პა­ში 141, ხოლო ტემ­რი­უკ­ში 9 პლა­ჟის და­სას­ვე­ნებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლა. მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ზუ­თის მიმ­დი­ნა­რე ემი­სი­ებს კვლავ აფიქ­სი­რებს.

ნინო ჩხო­ბა­ძე ამ­ბობს, რომ ივ­ლი­სის პე­რი­ო­დი­დან და­ბინ­ძუ­რე­ბა სამ­ხრე­თი­დან ჩრდი­ლო­ე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცირ­კუ­ლი­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­და, რომ ჩვენს მხა­რეს გავ­რცელ­დეს. თუმ­ცა, ეკო­ლო­გი იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ზო­გა­დად, მა­ზუ­თის ლა­ქე­ბი, რო­გორც აპკი ისე ედე­ბა შავი ზღვის ზე­და­პირს და საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ლო­კა­ლურ ად­გი­ლებ­ზეა...განაგრძეთ კითხვა