"15 წლის ბიჭი დანით დასერეს, ძალის გამოყენებით დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად! იხტუნავეს მის თავზე და იარაღით აშინებდნენ" - თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები
თბილისში შემზარავი დანაშაული მოხდა. 9 პირმა, მათ შორის არასრულწლოვნებმა 15 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადა. შსს-მ გუშინ ინფორმაცია გაავრცელა დამნაშავეების დაკავების შესახებ.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაშავებული ბიჭის ახლობელმა სოციალურ ქსელში დანაშაულის უმძიმესი დეტალების შესახებ დაწერა და ფოტოები გამაოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მოზარდს წამების კვალი ეტყობა.
"ვინც აქციაზე ხშირად დადიხართ, ყველამ იცით, გზას რომ პირველი კეტავს და ყოველთვის ჩვენ გვერდით არის.
2 კვირის წინ გოგონამ, რომელსაც ანდრია 3 თვის განმავლობაში იცნობდა (ფოტოს დავურთავ) სთხოვა შეხვედრა და შეიტყუა ნანგრევებში, სადაც 15 წლის ბიჭს დახვდა ლევან აბესაძის დაჯგუფება და იძალადეს "არ მევასება ფაშისტების" თქმის გამო.
დანით დასერეს, ძალის გამოყენებით დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად, მიუხედავად იმისა რომ სთხოვდა არ გაეშიშვლებინათ. ამ დროს 15 წლის ბავშვს ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და სხვა გზა არ ჰქონდა.
იხტუნავეს ნაცემი ბიჭის თავზე და იარაღით აშინებდნენ.
თითებზე ჩამოაცვეს პ*ეზერვატივი და გადაუღეს ვიდეო, პოლიციას თუ მიმართავდა, გაუვრცელებდნენ.
წარმოდგენაც არ მინდა, როგორ შეეშინდა და როგორ დაიბნა 15 წლის ბავშვი, რომელსაც ჩემი ძმისგან თითქმის არ ვანსხვავებ ერთი ასაკის და თვისებების გამო. მან თქვა, მსგავს სიტუაციაში არავის არ უნდა შეეშინდეს, მე თუ ვერ გადავრჩი, სხვა იქნება დაცულიო. მიყვარხარ, ჩემო გულო!" - წერს მოზარდის ახლობელი.