loader

აშშ-ში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა - ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა - ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხსულიანი ოჯახი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ორშაბათს, სანფორდ-როლის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. საგზაო პატრულის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს, თვითმფრინავში ოთხსულიანი ოჯახი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ოთხი მგზავრიდან სამი ადგილზე გარდაიცვალა,ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ცნეს გარდაცვლილად.

ოჯახის წევრები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც 35 წლის ტრევის ბიუკენენი, 35 წლის კენდის ბიუკენენი და მათი შვილები: 10 წლის ობრი ბიუკენენი და 9 წლის უოკერ ბიუკენენი.