loader

მშრალ შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშრალ შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი და მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა გადასული, შეუძლოდ გახდა. მასთან დღეს, სასწრაფო დახმარება ჰყავდათ გამოძახებული.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, მირზა ლოლაძე უარს აცხადებს ყველანაირი მედიკამენტის და სითხის მიღებაზე.

ცნობისთვის, გუშინ შეუძლოდ იყო მშრალ შიმშილობაზე მყოფი კიდევ ერთი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელთანაც სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოიძახეს, თუმცა ისიც უარს ამბობს ნებისმიერი სახის მკურნალობაზე.

დღეს ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი მშრალ შიმშილობაზე იმყოფება. შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა.

ვიდეო: "მაღაროელი"