"მამაკაცი გოგონებს საკუთარ სახლში იტყუებდა, სექსუალურად ძალადობდა, კლავდა და ანაწევრებდა" - რა არის ცნობილი მის 9 მსხვერპლზე? (იაპონია)
იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი კრიმინალური საქმე დასრულდა — სასამართლომ 27 ივნისს 2022 წლის შემდეგ პირველად სიკვდილით დასაჯა მამაკაცი, რომელსაც 9 ადამიანის, მკვლელობა ედებოდა ბრალად.
ტაკაჰირო შირაშის მსხვერპლები ძირითადად 15-26 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ, რომლებსაც ის ტოკიოს მახლობლად, საკუთარ ბინაში იტყუებდა, სექსუალურად ძალადობდა კლავდა და ანაწევრებდა.
ის სავარაუდო მსხვერპლს სოციალურ ქსელ ტვიტერზე არჩევბდა, აკვირდებოდა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სუიციდისკენ მიდრეკილ ქალებთან კი პირად კომუნიკაციას იწყებდა . სწორედ ამიტომ ეწოდა მას სახელად მკვლელი ტვიტერიდან.
მკვლელობები შესახებ პირველად 2017 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციამ ტოკიოს მახლობლად, ქალაქში ძამუში, ბინაში, ცხედრის ნაწილები იპოვა – ყუთებში მოთავსებული, გაყინული, და დანაწევრებული.
2020 წლის დეკემბერში შირაის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იაპონიაში ეს უმაღლესი სასჯელია, რომელსაც იშვიათად გამოიყენებენ.
იაპონია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ გამოიყენება. 2024 წელს ჩატარებული სამთავრობო გამოკითხვის თანახმად, იაპონელების 83% სიკვდილით დასჯას „აუცილებელ ზომად“ მიიჩნევს.
ტაკაჰირო შირაშის შემთხვევა მკვეთრად ააშკარავებს იმ საფრთხეს, რაც სოციალურ ქსელებში ყალიბდება: სადაც ადამიანური ტრაგედია შეიძლება ბოროტის იარაღად იქცეს.