loader

"სამწუხაროდ, ყველაფერი იყო ამაო" - ულამაზესი მოცეკვავე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, ყველაფერი იყო ამაო" - ულამაზესი მოცეკვავე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

"ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მოცეკვავისა და ქორეოგრაფის თეონა მუსელიანის(1990-2025)

გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას.

ულამაზესი მოცეკვავე სოციალური ქსელიდან გაიცნო საქართველომ.

მას დაუდგინდა იშვიათი სახეობის იუნგის სარკომა. ოპერაციამ და ქიმიურმა თერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო.

თითქმის მთელი საქართველო უგროვებდა თეონას საზღვარგარეთ სამკურნალო თანხას. სამწუხაროდ, ყველაფერი იყო ამაო..." - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.