loader

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მათივე ცნობით, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.