loader

"მოვეშვათ პარტიების თვლას და ისევ ჩვენი თავების დატოლებას ვინმესთან, ყველაზე მთავარი არის შემდეგი..." - ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვეშვათ პარტიების თვლას და ისევ ჩვენი თავების დატოლებას ვინმესთან, ყველაზე მთავარი არის შემდეგი..." - ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გუშინ ბევრი დაპირისპირებების მიუხედავად, შეთანხმდნენ არაღიარების კამპანიის აუცილებლობაზე და შინაარსზე.

"მოვეშვათ პარტიების თვლას და ისევ ჩვენი თავების დატოლებას ვინმესთან. ყველაზე მთავარი არის შემდეგი:

პროცენტულად და რაოდენობრივად პროდასავლური სუბიექტების სრული უმრავლესობა არ აღიარებს ყალბ არჩევნებს. გარდა იმისა რომ არ აღიარებს გუშინ ბევრი დაპირისპირებების მიუხედავად შევთანხმდით არაღიარების კამპანიის აუცილებლობაზე და შინაარსზე.

ეს განსაზღვრავს დღეს დღის წესრიგს.

საბოლოო ჯამში ლეგიტიმაციას ქმნიან პარტიები და ხალხი. და პარტიებმა მინიმუმ უნდა დააფიქსირონ პოზიცია ( დავაფიქსირეთ) და დაიწყონ მუშაობა ხალხთან აქტიური კამპანიით (ამის შინაარსზე შევთანხმდით).

შედეგი დიდი დარტყმა არალეგიტიმური სისტემისთვის, შესაძლოა მომაკვდინებელი და შესაძლოა დამასუსტებელი, მაგრამ დარტყმა.

დანარჩენი წვრილმანებია და პერსონალური ეგოები. მე პირადად ეგ არ მაინტერესებს, საქმიდან მაცდენს

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ" - წერს ელენე ხოშტარია.