loader

რა უპასუხა კახა კალაძემ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უპასუხა კახა კალაძემ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას?

ჩვენ არავის ვერჩით - როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკას?! უბრალოდ გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება ამ საგიჟეთში, რაც ხდება მსოფლიოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება „თავს იცავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან და ევროკავშირისგან“.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ოფი­სი აპ­რო­ტეს­ტებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ი­სა და კრი­ტი­კუ­ლი ხმის ჩახ­შო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო უწყე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი ბაჩო (გი­ორ­გი) სა­გა­ნე­ლი­ძე და­ი­ბა­რეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ოფი­სი ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ოფის­ში და­ი­ბა­რეს, სა­დაც მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მტკი­ცე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მათი ქვეყ­ნის სულ უფრო მავ­ნე ტრა­ექ­ტო­რი­ის მი­მართ და მკაც­რად გა­აპ­რო­ტეს­ტა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი და სა­ჯა­რო თავ­დას­ხმე­ბი“.

"ოპო­ზი­ცი­ის ცნო­ბი­ლი ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ჩახ­შო­ბის უახ­ლე­სი მცდე­ლო­ბაა. სა­არ­ჩევ­ნო კონ­კუ­რენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­თან, ასე­ვე მათ სა­კუ­თარ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბა უყოყ­მა­ნოდ გა­ნი­ხი­ლავს შემ­დგომ ქმე­დე­ბებს, თუ სა­ქარ­თვე­ლო არ და­უბ­რუნ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და დაც­ვას.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბა უყოყ­მა­ნოდ გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლავს შემ­დგომ ქმე­დე­ბებს, თუ სა­ქარ­თვე­ლო არ და­უბ­რუნ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის, თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და დაც­ვას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.