გოგონა ოკეანეში გადავარდა, მამა კი მის გადასარჩენად თავგანწირულად გადახტა - ვრცელდება ემოციური კადრები
14-გემბანიანი Disney-ის საკრუიზო ხომალდის მეოთხე გემბანიდან გოგონა გადავარდა, რის შემდეგაც, მისი მამა ბავშვის გადასარჩენად ოკეანეში თავგანწირულად გადახტა და შვილი გადაარჩინა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორი გახარებულები არიან მგზავრები მას შემდეგ, რაც გოგონა გადარჩა. მამა-შვილი სამაშველო ნავით საკრუიზო გემზე უსაფრთხოდ ამოიყვანეს.თვითმხილველების თქმით, ისინი წყალში 10 წუთის განმავლობაში იყვნენ."გემი სწრაფად მოძრაობდა, იმდენად სწრაფად, რომ წამებში, გოგონა და მისი მამა წერტილებად მოჩანდნენ. შემდეგ კი თვალთახედვიდან დავკარგეთ. მშობლის ინსტინქტს სასწაულის მოხდენა შეუძლია", - ჰყვება ერთ-ერთი მგზავრი, ლორა ამადორი.