loader

"ის, რაც მოხდა, ენით აღუწერელი ტრაგედიაა... ჰკითხეთ შვილებს, რას უყურებენ, ვის ესაუბრებიან" - "ტიკ-ტოკის" ერთ-ერთი გამოწვევის გამო, ინგლისში, 12 წლის მოზარდი დაიღუპა: რა უნდა იცოდეთ სახიფათო თამაშის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის, რაც მოხდა, ენით აღუწერელი ტრაგედიაა... ჰკითხეთ შვილებს, რას უყურებენ, ვის ესაუბრებიან" - "ტიკ-ტოკის" ერთ-ერთი გამოწვევის გამო, ინგლისში, 12 წლის მოზარდი დაიღუპა: რა უნდა იცოდეთ სახიფათო თამაშის შესახებ?

ინგლისში, 12 წლის ბიჭი "ტიკ-ტოკის" ერთ-ერთ გამოწვევას - blackout challenge ემსხვერპლა.

blackout challenge - გამოწვევა დიდი ხნის მანძილზე სუნთქვის შეკავებას მოითხოვს, რომელიც იმავე ეფექტს იძლევა, რაც დახრჩობას ან გულის შეტევას მოსდევს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილიც დადგეს.

12 წლის სებასტიანი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

The Independent-ის ცნობით, 2022 წელს აღნიშნულმა გამოწვევამ - blackout challenge 18 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. უმეტესობა მათგანი 12 წლის იყო.

GoFundMe კამპანიის ორგანიზატორმა, რომელმაც სებასტიანის მშობლების მხარდასაჭერად ფული შეაგროვა, მოუწოდა სხვა მშობლებს, შვილებს ხშირად ესაუბრონ და უფრო დაინტერესდნენ, თუ რას აკეთებენ ისინი ონლაინ.

"სებასტიანის სიცოცხლე სახიფათო ინტერნეტ გამოწვევამ შეიწირა... ონლაინ რეჟიმში გატარებულმა ერთმა მომენტმა ყველაფერი შეცვალა.

სებასტიანი მხოლოდ 12 წლის იყო. ბიჭი სავსე ოცნებებით, ვნებითა და წარმოუდგენელი ნიჭით. მან დამოუკიდებლად ისწავლა გიტარასა და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე დაკვრა და უყვარდა ხატვა. ყოველთვის მომღიმარი, კეთილი და სიხარულით სავსე იყო.

ის, რაც მოხდა, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. არცერთ მშობელს არ უნდა მოუწიოს შვილის დაკრძალვა. არავინ არ უნდა გადაიტანოს ასეთი გულისტკივილი.

ჰკითხეთ შვილებს, რას უყურებენ, ვის ესაუბრებიან, რა აძლევთ მათ შთაგონებას. ნუ იფიქრებთ: "ჩემი შვილი ამას არასდროს გააკეთებდა". ონლაინ სამყარო შეიძლება უფრო საშიში იყოს, ვიდრე რეალური.

დაე, სებასტიანის სიკვდილი იყოს ცნობიერების ამაღლების ჩუმი მოწოდება - შეხსენება, რომ ახლოს ვიყოთ, მეტი ვისაუბროთ, დავიცვათ საყვარელი ადამიანები. რათა სხვა ბავშვებმა იცოცხლონ. რათა არცერთ სხვა მშობელს არ მოუწიოს ამ წარმოუდგენელი ტკივილის განცდა... სებასტიანი სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში" - ნათქვამია GoFundMe კამპანიის ორგანიზატორის მიერ გავრცელებულ წერილში.