გააუქმებს თუ არა აშშ სირიაზე დაწესებულ სანქციებს? - რას აცხადებენ თეთრ სახლში?
გააუქმებს თუ არა აშშ სირიაზე დაწესებულ სანქციებს? - თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შესაბამის ბრძანებას ხელი დონალდ ტრამპმა დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სანქციების მოხსნა სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სანქციები ყოფილი პრეზიდენტის - ბაშარ ალ ასადის, მისი თანამოაზრეების, ადამიანის უფლებათა დამრღვევების, ნარკომოვაჭრეების, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პირებისა და ირანელი დაქირავებულების წინააღმდეგ კვლავ შენარჩუნდება.