loader

განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე ბრიფინგზე წარადგინა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება თავად წულაძე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წულაძე მანამდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.