loader

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა - ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ექიმები. პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

როგორც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის"ერთ-ერთმა წევ­რმა, გიგა ლე­მონ­ჯა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს განუცხადა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია ვერ ჩა­ტარ­დე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზენ­ტა­ცია მა­შინ გა­ი­მარ­თე­ბა, რო­დე­საც ამას პო­ლი­ტი­კო­სი ფი­ზი­კუ­რად შეძ­ლებს.

"მას გა­ე­წია შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცია, თუმ­ცა პრე­ზენ­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ვერ მო­ხერ­ხდე­ბა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით გა­და­წყდე­ბა, თუ რო­დის იქ­ნე­ბა ეს პრე­ზენ­ტა­ცია. მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა თი­თო­ე­ულ ადა­მა­ი­ანს, ვინც ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­სას­მე­ნად აქ მო­ვი­და და მინ­და მივ­ცე სი­ტყვა, რომ ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ას ისი­ნი მო­ის­მე­ნენ, რო­გორც კი ელე­ნე ამას ფი­ზი­კუ­რად შეძ­ლებს. ელე­ნეს წნე­ვა ჰქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი. მი­ი­ღო წნე­ვის დამ­წე­ვი შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტი. ამ­ჟა­მად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ნორ­მა­ლუ­რი",- გა­ნა­ცხა­და გიგა ლე­მონ­ჯა­ვამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.