loader

რას გულისხმობს კანონი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა? - შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას გულისხმობს კანონი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა? - შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კარგად აჩვენებს, რომ ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ.

,,პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია.

კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კი კარგად აჩვენებს, რომ ამდენი წელი, ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, თურმე, სწორედ ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ“, - წერს პაპუაშვილი.