"ჩემთვის მისი ეს გადაწყვეტილება თავზარდამცემი იყო, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს ხვეწნას, გამიბრაზდება..." - რას წერს ლიკა გუნცაძე ელენე ხოშტარიას შესახებ, რომელმაც შიმშილობა დაიწყო
ანდრო ჭიჭინაძის დედა, ელენე ხოშტარიას დეიდა ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში შიმშილობის შესახებ ელენე ხოშტარიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"ლაპარაკი არ იცოდა, სულ პატარა იყო, რომ თავისი უნდა გაეტანა. ქუჩაში დიდ გადასასვლელზე ხელს მიშვებდა, 3 წლის იყო და მე თვითონ უნდა გადავიდე ხელი გამიშვიო. სულ ის იყო ჩემი დეიდა და არა მე მისი.
ახლაც ასეა, ყოველთვუს ყველაფერში ლაკუნას იმედი მაქვს. ჩემთვის მისი ეს გადაწყვეტილება თავზარდამცემი იყო, მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს ხვეწნას. გამიბრაზდება.
მერიდება ჩემს ოჯახის წევრზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ მსგავსი სამართლიანი, ჯიუტი და პრინციპული ცოტა ვიცი!
მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მეშინია, თორემ ბრძოლას არ შეწყვეტს და ბოლოს და ბოლოს გავა ბოლოში! ვიცი ზუსტად! დავუდგეთ გვერდზე, ჩვენც განვაახლოთ ბრძოლა! აუცილებლად გავიმარჯვებთ! ნუ მივატოვებთ ჩვენს რეჟიმის ტყვეებს! ნუ მივატოვებთ ერთმანეთს" - წერს ლიკა გუნცაძე.
ცნობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტის წინ გუშინ დაიწყო.