"დახვედრაც მოუწყვეს..." - თურქმა ბიზნესმენმა, გალიფ ოზთურქმა, რომელსაც 2022 წელს 8 წელი მიუსაჯეს, ციხე დატოვა
"დახვედრაც მოუწყვეს გალიფს" - ამის შესახებ მოქალაქე თამაზ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს და თურქი ბიზნემსენის, გალიფ ოზთურქის ვიდეოს აქვეყნებს.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, თურქმა ბიზნესმენმა ციხე, არსებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმებით დატოვა.
ცნობისთვის, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 2022 წელს დააკავეს. მას ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით ჰქონდა მისჯილი.