loader

"საჯაროდ ვაცხადებ! არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია" - ია ფარულავა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საჯაროდ ვაცხადებ! არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია" - ია ფარულავა მიმართვას ავრცელებს

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"საჯაროდ ვაცხადებ!

ჩემი ვიდეომესიჯი მიაღწია თავის მიზანს — აშშ-მდე, და იქ უკვე გაიმართა საუბარი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან.

არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი:

საქართველოს საკითხი დღის წესრიგშია, მაგრამ პრიორიტეტი არ არის!

აშშ ვერავითარ რეჟიმს ვერ შეცვლის ძალით, თუ ეს არ იქნება ხალხის ნება და ხალხის მოთხოვნა.

გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია და დრო აღარ რჩება.

მე არ მაყვს შვილები, არც ვალდებულებები — შემიძლია წავიდე და ვიცხოვრო ამერიკაში მშვიდად.

მაგრამ თქვენ? თქვენ რას აპირებთ?!

თქვენზეა დამოკიდებული, როგორი საქართველო დარჩება მომავალ თაობებს!

ახლა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა.

თუ არ ვიბრძოლეთ — დავკარგავთ ყველაფერს." - წერს ია ფარულავა.