loader

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.

ჭაბაშვილის თქმით, ბრალი „ბანალურ საქმეზეა" და ის ორი წლის წინ, "სამეზობლოში მომხდარ ფაქტს" უკავშირდება. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, ადვოკატი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული.

ვიდეო: "Tv პირველი"