loader

ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი? - ეკონომიკის მინისტრის ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი? - ეკონომიკის მინისტრის ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება

რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვა. კო­ბა­ხი­ძემ გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა. მას დღემ­დე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

ვინ არის ახალგაზრდა პოლიტიკოსის მეუღლე?

როგორც მარიამ ქვრივიშვილის დეკლარაციიდან ვიგებთ, მისი მეუღლე 1992 წელს, სოხუმში დაბადებული ოთარ (ოთო) ბერიშვილია. ის მარიამისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, კერძო სექტორში მოღვაწეობს.

რო­გორც მა­რი­ა­მის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ის არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის (შპს "აჭა­რა ჯგუ­ფის თრე­ი­დინგ კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს", შპს "რუს­თა­ვი ფრო­ფერ­თი სა­ქარ­თვე­ლოს". "შპს "ნი­ნოშ­ვი­ლის 64" - ის, შპს "რუ­ბი­კო­ნი 1“-ის, შპს "ქო­ლექთივ ტრე­ი­დინ­გი სა­ქარ­თვე­ლოს", შპს "ბა­თუ­მის“, სს "და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი შუ­ქუ­რას“, შპს "ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქის“ და სხვა­თა) დი­რექ­ტო­რი და ასე­ვე ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მე­წი­ლე. ასე­ვე ფლობს Tesla Inc-სა და Rivian Automative INC-ს აქ­ცი­ებს,

ოთო და მა­რი­ა­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბას ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ოჯა­ხურ იდი­ლი­ა­ზე შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ იმ კო­მენ­ტა­რე­ბით ვიმ­სჯე­ლოთ, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახ­ლობ­ლე­ბი უწე­რენ.

წყვილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ფოტო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, 12 მარტს მე­უღ­ლეს და­ბა­დე­ბის დღე მა­რი­ამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­თი მი­უ­ლო­ცა. ახ­ლობ­ლე­ბი კი კო­მენ­ტა­რებ­ში უწე­რენ, რომ "ეს უმაგ­რე­სი და ულა­მა­ზე­სი ცოლ-ქმა­რია“... მათ ასე­ვე "ოქ­როს წყვი­ლად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

89-1750766473.jpg