loader

კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა - როგორია ბოლო ცნობები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა - როგორია ბოლო ცნობები?

კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის იერიშის შედეგად აშშ-ის ავიაბაზაზე არავინ დაშავებულა.

ამასთან, კატარი აცხადებს, რომ აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზაზე თავდასხმის შემდეგ უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ირანს უპასუხოს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე „ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო შეტევა“ განახორციელეს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არასდროს დატოვებს უპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.