loader

როგორ გამოიყურება ირანის მიერ დაბომბილი თელ-ავივი ამ წუთებში - განხორციელებული იერიშების შედეგად, მინიმუმ 86 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ირანის მიერ დაბომბილი თელ-ავივი ამ წუთებში - განხორციელებული იერიშების შედეგად, მინიმუმ 86 ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ღამით და კვირას დილით, საავადმყოფოებში, სხვადასხვა დაზიანებით 86 ადამიანი მოათავსეს, - ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი ადამიანი საშუალო სიმძიმისაა, 77 - მსუბუქი, ოთხს - შფოთვითი აშლილობა აღენიშნება, ხოლო სამის მდგომარეობის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის მიერ ისრაელზე დარტყმების დაწყებიდან საავადმყოფოებში ისრაელის 2 835 მოქალაქე გადაიყვანეს, მათგან 23 მძიმედ დაშავებული, 107 - საშუალო სიმძიმის, 2 555 - მსუბუქად დაშავებული და 119 - შფოთვითი აშლილობით.