"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს.
"ივანიშვილის რეჟიმი რუსული ინსტრუქციებით განაგრძობს ქართული სახელმწიფოს განადგურებას.
დღეს რუსი ოლიგარქის თანამზრახველებმა რუსული კანონის აღსრულება დაიწყეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების სრულ განადგურებას ისახავს მიზნად.
თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. რეჟიმის მამხილებელი, ადამიანის უფლებათა დამცველი და საარჩევნო პროცესის ზედამხედველი ორგანიზაციების გასანეიტრალებლად, პუტინის რუსეთიდან გადმოწერილი კანონების ამოქმედებით რეჟიმმა მორიგი ძირგამომთხრელი ნაბიჯი გადადგა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის წინააღმდეგ.
სოლიდარობას ვუცხადებთ და სრულ მხარდაჭერას ვპირდებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ამ შეურიგებელ ბრძოლაში, სადაც მათ მრავალჯერ აჩვენეს პრინციპულობის, სიმამაცისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მაგალითები!
დარწმუნებულები ვართ, ამ ბრძოლაში საქართველოს თავისუფალი, მამაცი, პატრიოტი მოქალაქეები გაიმარჯვებენ. ივანიშვილის რეჟიმს მისი მოკავშირეების - ტოტალიტარული ირანისა და პუტინის რუსეთის ბედის გაზიარება მოუწევთ.
ასეთ დროს, არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილო ხდება.
ძალა ერთობაშია! საქართველო ივანიშვილის გარეშე!" - ნათქვამია განცხადებაში.