"შვილთან ერთად ვიყავი მანქანაში, მოვარდნენ და ბავშვს ვთხოვე, თავი ჩაეწია... სულ მონა მეძახეს... ბავშვმა მკითხა, მონა რას ნიშნავსო, პირდაპირ ვუთხარი, არ დამიმალავს..." - მიშა მესხი
"შვილთან ერთად ვიყავი ნუცუბიძის პლატოზე და როცა მოვდიოდი მოდულთან აქცია ჰქონდათ. ჩემს შვილს ვთხოვე, თავი ჩაეწია. მეთქი არ დამინახონ ბავშვით და არ თქვან, ბავშვით სპეკულირებსო. მოვარდნენ და სულ მონა მეძახეს. ჩემმა ბავშვმა მკითხა, მამა მონა რას ნიშნავსო, პირდაპირ ვუთხარი, არ დამიმალავს, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ მონები იყვნენ ის ადამიანები..." - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ მესხმა განაცხადა.
კომისიის წევრები 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი მოვლენების განხილვას განაგრძობენ. ამავე დროს, საუბარი შეეხება 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებსაც.