loader

დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი - უმძიმესი ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი - უმძიმესი ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის, მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დროებით გადაკეტილია, ავტომობილებს მოძრაობა ძველი გზით უწევთ.

ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო:https:ajaratv.ge