loader

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით: „ხალხი წყვეტს“ მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით: „ხალხი წყვეტს“ მიმდინარეობს

„ხალხი წყვეტს!“- ამ ლოზუნგით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას არალეგიტიმურია და „ქართული ოცნების“ გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქციაში მონაწილეობენ საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ახლობლები. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

აქციაზე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე "დროშების მარში" იმართება.