loader

ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპულების ვინაობა - "დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა დავ­კარ­გეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპულების ვინაობა - "დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა დავ­კარ­გეთ"

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გო­ნი­ო­ში, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა, ხოლო ორი და­შავ­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა "ბმს"-ში გა­და­იყ­ვა­ნა.

და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვა წვე­უ­ლე­ბა­თა სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მეგი ჯა­ი­ა­ნი, სა­ლო­მე გორ­გა­ძე და ანა მა­ხა­რა­ძე. ისი­ნი სო­ფელ სა­მე­ბი­დან იყ­ვნენ.

ტრაგედიის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ძა­ხა, ხოლო ერთ-ერთი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილ­საც შე­ე­ჯა­ხა.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სამი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა დავ­კარ­გეთ. ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯახ­ნენ. სას­წრა­ფოს ბრი­გა­დას სა­მი­ვე გო­გო­ნა და­ღუ­პუ­ლი დახ­ვდა. მათ­თან ერ­თად ორი ბიჭი იყო, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი" - ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

შსს-ს ცნობით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლი და­ი­წყო.