loader

რა თქვა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე?

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ვრცელ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს, თუმცა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ჩორჩანაში საგუშაგოების გაკეთების წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.