loader

"10 წუთით დამაგვიანდა" - რას ამბობს სტუდენტი, რომელიც ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 წუთით დამაგვიანდა" - რას ამბობს სტუდენტი, რომელიც ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა

სტუდენტი ინდოეთში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა. ის საცობში მოყვა, 10 წუ­თით და­აგ­ვი­ა­ნა და რეისს ვეღარ მიუსწრო.

როგორც ბჰუ­მი ჩა­უ­ჰა­ნი ამბობს, ის ქმარ­თან ერ­თად ბრის­ტოლ­ში ცხოვ­რობს, და­სას­ვე­ნებ­ლად და­სავ­ლეთ ინ­დო­ეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მძღოლ­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, რად­გან ვერ მი­ვუს­წა­რი რე­ისს და აე­რო­პორ­ტი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლ­მა დავ­ტო­ვე.

ვთხო­ვე, შიგ­ნით შე­ვეშ­ვი, რად­გან მხო­ლოდ 10 წუ­თით და­ვაგ­ვი­ა­ნე. ვუ­თხა­რი, რომ ბოლო მგზავ­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ამის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. აე­რო­პორ­ტი­დან გა­მო­ვე­დით და ჩაის და­სა­ლე­ვად ერთ ად­გი­ლას გავ­ჩერ­დით... ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტოს­თან ვსა­უბ­რობ­დით, თუ რო­გორ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა ბი­ლე­თე­ბის თან­ხა... სწო­რედ იქ გა­ვი­გე, რომ თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩი", - იხ­სე­ნებს ჩა­უ­ხა­ნი.

ცნობისთვის, 12 ივნისს, სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ინდოეთიდან ლონ­დონ­ში მი­ფირ­ნავ­და, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ჩა­მო­ვარ­და და სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს შე­ე­ჯა­ხა. ავიაკატასტროფას 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შეეწირა, მხოლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი კი სასწაულებრივად გა­დარჩა.