loader

რას ჰყვება ინდოეთის ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი? - ცნობილია ადგილი თვითმფრინავში, სადაც ის იჯდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება ინდოეთის ავიაკატასტროფას გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი? - ცნობილია ადგილი თვითმფრინავში, სადაც ის იჯდა

ინ­დო­ე­თში ავიაკატასტროფას მხოლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­ურ­ჩა. ბორტზე 244 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

გადარჩენილი მა­მა­კა­ცი ვიშ­ვაშ კუ­მარ რა­მე­ში,რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ამ­ჟა­მად სა­ა­ვამდყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მე­დი­ის ცნო­ბით, მგზავ­რი მე-11 რიგ­ში, A სკამ­ზე იჯდა.

adgiili-72735-1749885912.jpeg

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და. როცა გონს მო­ვე­გე, გარ­შე­მო მხო­ლოდ ცხედ­რებს ვხე­დავ­დი. შე­მე­შინ­და. ავ­დე­ქი და გა­ვი­ქე­ცი. ჩემს გარ­შე­მო თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლე­ბი იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი. ვი­ღა­ცამ ხელი მომ­კი­და, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნა", - იხ­სე­ნებს მა­მა­კა­ცი.

რა­მე­შის თქმით, ის ლონ­დონ­ში ცოლ-შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, თუმ­ცა ძმას­თან, აჯა­ის­თან ერ­თად ინ­დო­ე­თის­ქა­ლაქ დი­უ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი ძმა თვითმფრი­ნავ­ში სხვა რიგ­ში იჯდა.

ცნობისთვის, 12 ივნისს, სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ინდოეთიდან ლონ­დონ­ში მი­ფირ­ნავ­და, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ჩა­მო­ვარ­და და სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს შე­ე­ჯა­ხა.

ვიდეო: "რუსთავი 2"