loader

"სატელეფონო საუბარი ჩვენს სამზარეულოში: ამის პატიება ნამდვილად არ შეიძლება" - რას წერს ნიკა გვარამია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სატელეფონო საუბარი ჩვენს სამზარეულოში: ამის პატიება ნამდვილად არ შეიძლება" - რას წერს ნიკა გვარამია?

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:

"სატელეფონო საუბარი ჩვენს სამზარეულოში:

სოფო : ედო, ჩემს ქმარს ხვალ იჭერენ და თმას ვერ შეჭრი დღეს?

ედო: დუმილი

სოფო: რა გაგიკვირდა, რაც შენ თმას ჭრი, მეოთხეჯერაა უკვე. ჩვენ მივეჩვიეთ

ედო: უხერხულად იცინის

სოფო: მოვიდეს?

ედო: მოვიდეს, აბა რა უნდა ქნას

რაში ვცხოვრობთ. რას ეჩვევიან ჩვენი მეუღლეები და შვილები. და რამდენი ვართ უკვე ასეთი.

სხვა თუ არაფერი, ამის პატიება ნამდვილად არ შეიძლება.

ოლიგარქია უნდა დაემხოს!" - წერს ნიკა გვარამია.