"ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე" - რას წერს დეა მამისეიშვილი
ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქწსელში წერს, რომ მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის გამო სასამართლოში იბარებენ: "ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. ჰაი, გეკა მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბი***რს, ნაძ****ლას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს."
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვიკა ბუკია, აქტივისტი, ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი - ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, "საფარის" დამფუძნებელი - ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი - დეა მამისეიშვილი.