"მამა ყოფილი პოლიციელი მყავს და ცხოვრებაში არასდროს მიმიცია თავისთვის იმის უფლება, რომ სამართალდამცველისთვის, პოლიციელისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა" - რას ყვება ბათუმელი სტუდენტი, რომელმაც იზოლატორი 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა
8 ივნისს, 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორი დატოვა. ის 26 მაისს, აქციის შემდეგ ბათუმში ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"ეს დაკავება ყველაზე უცნაური იყო... მანქანაში რომ მტენიდნენ, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ მაკავებდნენ. ვთვლი, რომ უკანონოდ დამაპატიმრეს და მომისაჯეს. მამა ყოფილი პოლიციელი მყავს და ცხოვრებაში არასდროს მიმიცია თავისთვის იმის უფლება, რომ სამართალდამცველისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით, როგორც ასეთი, არ არსებობს სამართალდამცავი სტრუქტურა" - ამბობს ლუკა და მისი დაკავების დეტალებზე Ambebi.ge-სთან ყვება:
რატომ ფიქრობ, რომ შენი დაკავება პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის მაგალითია?
- იცით, მე მამა ყოფილი პოლიციელი მყავს და ცხოვრებაში არასდროს მიმიცია თავისთვის იმის უფლება, რომ სამართალდამცველისთვის, პოლიციელისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურა, როგორც ასეთი, არ არსებობს... სასამართლო პროცესიც იგივე ცირკი იყო, დადგმული მასკარადი - 20 წლის მოწმე პოლიციელი მოიყვანეს, ჩემი ერთ-ერთი დამკავებელი, რომელმაც პროცესზე სრული აბსურდი ილაპარაკა - რამდენჯერმე მოვუწოდეთ და არ შეისმინაო, მეორე მხარეს (ვისთანაც ვკამათობდი) რომ მოვუწოდეთ, ის გაჩერდა და ეს არაო, მერე როცა ხელი მოვკიდეთ, ხელი გამაშვებინა, განზე გადგა და თქვა, თქვენს კანონიერ მოწოდებას არ დავემორჩილები და შემაგინაო.
განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქ მართლაც საზარელი ვითარება იყო - 19-20 წლის ბიჭებს, პოლიციელებს ამდენი აგრესია და ზიზღი საიდან აქვთ დაგროვილი, ეს ელემენტარულ გამომეტყველებაზეც ეტყობოდათ, მართლა გასაკვირია ჩემთვის. მათ ხელისუფლება აძლევს იმის ბერკეტებს, რომ ყველანაირ კანონს, მორალს გადააბიჯონ და სრულიად თვითნებურად მოიქცნენ. მით უმეტეს, ამ ბოლო დროს ბათუმი მართლა ტრაგედიების ქალაქად იქცა, ყოველ მეორე დღეს მკვლელობა ხდება, საშინელებაა და ამ მძიმე ვითარებაში რომ 18-20 წლის ბიჭებს ამ უკანონობის და ამორალურობის საშუალებას აძლევ, მე მათ პოლიციელებს ვერ ვუწოდებ, ჩემთვის ისინი არ არიან პოლიციელები. განაგრძეთ კითხვა...