22 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან
საბაგირომ, რომელიც ერთ-ერთ უსაფრთხო ტრანსპორტადაა მიჩნეული, 22 წლის წინ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1990 წლის 1 ივნისს ე. წ. რუსთაველის მოედან-მთაწმინდის საბაგირო გზაზე მგზავრების გადაყვანისას ზემოთ ამავალი ვაგონის საწევი ბაგირი გაწყდა, არ იმოქმედა დამჭერებმა. ერთი ვაგონი ქვედა სადგურის კედელს დაეჯახა, ხოლო მეორე - საყრდენის ბუნიკს.
22 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღესაც ბევრს საუბრობენ. დღემდე გაურკვეველია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 19 ადამიანის დაღუპვის გამო. ამ ფაქტს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პირველი ივნისის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავარია იყო საბაგირო გზების ისტორიაში.