"ცხელ ხაზზე დარეკილი გვაქვს, ვიდეოები გადაგზავნილი: რა ხდება ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე კორპუსში? - მოქალაქე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
"ქეთევან დედოფლის გამზ.#68..მეორე სადარბაზო.. მესამე სართული..გადახურვაზე გაცემული პროექტის დარღვევით ხდება მშენებლობა..პარაპეტებზე დახვრიტეს ბლოკები და ჩასვეს კუთხოვანი მილები /ე.წ.ტრუბაკვადრატები/. ცხელ ხაზზე დარეკილი გვაქვს,ვიდეოები გადაგზავნილი.რეაგირება ჯერ არ ყოფილა..იმედია რომ ყურადღებას მოგვაქცევენ." - წერს მოქალაქე, ლელა გოგიტაშვილი "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" და ვიდეოს ავრცელებს.