loader

აქტივისტ ბექა პაპაშვილს, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქტივისტ ბექა პაპაშვილს, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ბექა პაპაშვილს, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ადგილზე მყოფმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბექა პაპაშვილი „ციხეში გაუშვეს წულუკიანისთვის მოღალატის სახელის დარქმევისთვის“.

მისივე განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ბექა პაპაშვილი არის გამორჩეული ახალგაზრდა, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, რაც მთავარია, გამორჩეულად პრინციპული, მებრძოლი და შეურიგებელი ახალგაზრდა, რომელიც პროტესტის პირველი დღიდან არის რუსთაველზე. დარწმუნებული ვარ, რა წამს გამოვა საპატიმროდან, ისევ რუსთაველის გამზირზე დადგება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.