"ეს ალბათ ბევრმა არ იცოდით… ჰოდა, ახლა იცოდეთ" - რას წერს ნინო წილოსანი გიორგი თარგამაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ?
ნინო წილოსანი გიორგი თარგამაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს.
"2010 წელს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის სარეკლამო თანხისთვის "ნაციონალური მოძრაობა" რომ ბიზნესს ატერორებდა, ეს ალბათ ბევრმა არ იცოდით…
ჰოდა, ახლა იცოდეთ - "დროების" მედროვე ედითორის, გიორგი თარგამაძის ცოდვებს ისიც დაემატა, რომ უკვე დეკლარირებულად "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია და 2010 წელსაც მის პოლიტიკაში ყოფნას "ნაციონალური მოძრაობა" აფინანსებდა" - წერს ნინო წილოსანი.