"ჩვენთან ქალი მოვიდა ავადმყოფი შვილით. კარავი და საბნები გვთხოვა, რომ სადმე გაშალონ და დაიძინონ. ბავშვს რამდენიმე ოპერაცია აქვს თავზე გაკეთებული" - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს
სცენარისტი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ჩვენთან ქალი მოვიდა ავადმყოფი შვილით. კარავი და საბნები გვთხოვა, რომ სადმე გაშალონ და დაიძინონ. ბავშვს რამდენიმე ოპერაცია აქვს თავზე გაკეთებული, საერთოდ არაფერი აღარ აბადიათ და ქუჩაში მოუწევთ ძილი.
ისეთი საყვარელი ბავშვია და თავზე რომ დავხედე ამდენ ნაიარევს, გული გამისკდა მართლა.
ტანსაცმელი და საჭმელი მივეცით, მაგრამ ამათი ქუჩაში ძილი არ შეიძლება. ბავშვს ეპილეფისია აქვს, სულ ექიმი და წამლები სჭირდება. ქუჩაში ვერაფრით ვერ გაძლებენ.
მომეხმარეთ რა, რაც შესაძლებელია, გამივრცელეთ ეს ამბავი და იქნებ რამდენიმე თვით სახლი ვუქირავოთ ან კონტეინერი დავუდგათ ან რამეს მოვიფიქრებთ, რასაც შევაგროვებთ. აბა ჩვენ ვიცით ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი #GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili" - წერს აკა სინჯიკაშვილი.