"აი ეგ სად ამოიკითხე, სალომე, ისე მაინტერესებს, ვკვდები: მკვდრის ჩატარებულ არჩევნებზე ვინ გადის? ვინ და მართლა "მკვდარი" - ნიკა გვარამია სალომე სამადაშვილს
სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
"იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამავე დროს მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს. რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება." - წერს სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილის ამ განცხადებას კომენტარებში გამოეხმაურა ნიკა გვარამია :
"აი ეგ სად ამოიკითხე, სალომე, ისე მაინტერესებს, ვკვდები.
ადგილობრივ არჩევნებს ამასთან რომ აკავშირებდეს, ეგ ტექსტი სად იპოვნე?
და თუ ეგ იპოვნე, მაშინ პირდაპირ დაუწერია, არ მიიღოთ მონაწილეობა მაგ არჩევნებშიო.
აბა თუ მკვდარია, მკვდრის ჩატარებულ არჩევნებზე ვინ გადის? ვინ და მართლა "მკვდარი"" - დაწერა გვარამიამ.