"23 წლის ორსული ქალი ყოფილმა პარტნიორმა ქუჩაში მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა" - შემზარავი მკვლელობა რუმინეთში: მოკლული რეალითი შოუს ვარსკვლავი იყო
რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში, რეალითი-შოუს 23 წლის ვარსკვლავი მცირეწლოვანი ქალიშვილის თვალწინ მოკლეს.
dailymail-ის ინფორმაციით, 23 წლის თეოდორა მარკუს, რომელიც 26 კვირის ორსული იყო, შვილთან და ბიძაშვილთან ერთად სეირნობისას, ყოფილმა პარტნიორმა, რობერტ ლუპუამ ოთხჯერ ესროლა.
თეოდორა მარკუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მის გადარჩენა ვერ შეძლეს.
49 წლის რობერტ ლუპუამ, რომელიც ტაქსის მძღოლი იყო, რამდენიმე საათში სხვა იარაღით თავი მოიკლა.