loader

“ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა“ - რა განაცხადა ექსპერტმა პროცესზე და რა დეტალებს ჰყვება მზია ამაღლობელის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა“ - რა განაცხადა ექსპერტმა პროცესზე და რა დეტალებს ჰყვება მზია ამაღლობელის ადვოკატი

“ჩვენ ისე­დაც ეჭვი არ გვე­პა­რე­ბო­და, რომ ტკი­ვილ­ზე სა­უ­ბა­რი სი­მუ­ლა­ცი­აა, სხვა­თა შო­რის, წინა პრო­ცეს­ზე ეს და­ა­დას­ტუ­რა ბრალ­დე­ბის ექ­სპერ­ტმაც. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სხვა კუ­თხით ისა­უბ­რა ჩვენ­მა ექ­სპერ­ტმა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტკი­ვი­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რია, მას აქვს ობი­ექ­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის ნიშ­ნე­ბი, მოწ­მემ ისა­უბ­რა ბუ­ნებ­რივ რეფ­ლექ­სებ­ზე, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძეს არ ჰქო­ნია,“ - ამის შე­სა­ხებ „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ად­ვო­კატ­მა მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ტკი­ვი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი თა­თია ან­დღუ­ლა­ძე გა­მოჰ­კი­თხა.მწა­რი­აშ­ვი­ლის თქმით, ან­დღუ­ლა­ძემ დგე­ბუ­ა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ ვი­დე­ო­ე­ბით შე­ა­ფა­სა, რო­მე­ლიც სი­ლის გაწ­ვნის დროს და სი­ლის გაწ­ვნი­დან 2 წუ­თის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

“დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ვი­წყეთ დაც­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და იმ მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ დაგ­ვი­ტო­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი მოწ­მე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამო­რი­ცხა.

დღეს დავ­კი­თხეთ 20-წლი­ა­ნი სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მოწ­მე სპე­ცი­ა­ლის­ტის სა­ხით, რო­მელ­თან ერ­თა­დაც და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა სი­ლის გაწ­ვნის ეპი­ზოდს, ასე­ვე, სი­ლის გაწ­ვნის ეპი­ზო­დი­დან 2 წუ­თის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ბა­ტო­ნი დგე­ბუ­ა­ძის სახე კარ­გად ჩანს ახლო მან­ძი­ლი­დან.

მოწ­მემ სა­სა­მარ­თლოს ძა­ლი­ან კარ­გად აუხ­სნა, რომ ტკი­ვილს უნდა ჰქონ­დეს ობი­ექ­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი, რათა და­ვი­ნა­ხოთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მარ­თლა ტკი­ვილ­თან გვქონ­დეს საქ­მე. ასე­ვე, ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სნა მი­მი­კე­ბის, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ის, ადა­მი­ა­ნის მო­ტო­რი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რეფ­ლექ­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ რე­ა­გი­რებს ადა­მი­ა­ნი ნე­ბის­მი­ერ ტკი­ვილ­ზე. მან ახ­სნა, რომ ამ კად­რებ­ში ბა­ტონ დგე­ბუ­ა­ძეს არ აღე­ნიშ­ნე­ბა რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი ნი­შა­ნი, რაც დამ­კვირ­ვე­ბელს და­არ­წმუ­ნებ­და, რომ მან მარ­თლაც გა­ნი­ცა­და ტკი­ვი­ლი.

ჩვენ ისე­დაც ეჭვი არ გვე­პა­რე­ბო­და, რომ ტკი­ვილ­ზე სა­უ­ბა­რი სი­მუ­ლა­ცი­აა, სხვა­თა შო­რის, წინა პრო­ცეს­ზე ეს და­ა­დას­ტუ­რა ბრალ­დე­ბის ექ­სპერ­ტმაც. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სხვა კუ­თხით ისა­უბ­რა ჩვენ­მა ექ­სპერ­ტმა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტკი­ვი­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რია, მას აქვს ობი­ექ­ტუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის ნიშ­ნე­ბი, მოწ­მემ ისა­უბ­რა ბუ­ნებ­რივ რეფ­ლექ­სებ­ზე, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძეს არ ჰქო­ნია”, - გა­ნა­ცხა­და მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მზია ამაღ­ლო­ბელს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

თა­ვის მხრივ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპერ­ტის ჩვე­ნე­ბა გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლი არ არის.„დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ი­კი­თხა დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი. ერთ-ერთი მოწ­მე, რო­მე­ლიც და­ი­კი­თხა იყო სტო­მა­ტო­ლო­გი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის ჩვე­ნე­ბით დაც­ვის მხა­რე ცდი­ლობს და­ა­დას­ტუ­როს ის გა­რე­მო­ე­ბა, თით­ქოს­და ფი­ზი­კუ­რი დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბის მო­მენ­ტში და­ზა­რა­ლე­ბულს არ გა­ნუც­დია ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი. თუმ­ცა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი რა­ი­მე სა­ხის ცოდ­ნას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ფლობს. ტრე­ნინ­გიც კი არ აქვს გავ­ლი­ლი ტკი­ვი­ლის მარ­თვა­სა და აღ­ქმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად მისი ჩვე­ნე­ბა არ არის გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლი.

ის არის სტო­მა­ტო­ლო­გი, პი­რის ღრუ­ში ახორ­ცი­ე­ლებს გარ­კვე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, ამ ვი­თა­რე­ბა­ში მას შე­უძ­ლია კარ­გად აღიქ­ვას კონ­კრე­ტულ­მა პირ­მა გა­ნი­ცა­და თუ არა ტკი­ვი­ლი. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მო­დის იმის ჩი­ვი­ლით, რომ მას რა­ღაც სტკი­ვა, შე­უძ­ლია შე­ა­ფა­სოს რამ­დე­ნად სი­მარ­თლეს ამ­ბობს პა­ცი­ენ­ტი. მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­თია ან­დღუ­ლა­ძემ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ჩა­ა­ტა­რა მსგავ­სი კვლე­ვა: წა­რუდ­გი­ნეს ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, რისი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად შეძ­ლო ეთ­ქვა გა­ნი­ცა­და თუ არა ადა­მი­ან­მა ტკი­ვი­ლი. მან სა­სა­მარ­თლო­ში გან­მარ­ტა, რომ მსგავ­სი კვლე­ვა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს ჩა­უ­ტა­რე­ბია.

ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­კი­თხა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, რო­მელ­საც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე, რომ ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბის სა­კი­თხი ვერ გახ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის ობი­ექ­ტი. რად­გან ეს გა­რე­მო­ე­ბა არ არის გა­და­მოწ­მე­ბა­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბის მხა­რის დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე და მოწ­მის მიერ გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­დას­ტურ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მის ჩვე­ნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის რამე სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.