loader

"დღეს მსოფლიოში არეული დროა, ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა - ჩვენი მთავარი ორიენტირი სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს - მამული, ჩვენი ენა და სარწმუნოება!" - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს მსოფლიოში არეული დროა, ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა - ჩვენი მთავარი ორიენტირი სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს - მამული, ჩვენი ენა და სარწმუნოება!" - შალვა პაპუაშვილი

დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? - ესაა, ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.